logo
ENG



სპეცოპერაცია 3 ქალაქში - "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 12 ადამიანი დააკავეს

10 ივნ 202120:08
3 წუთის საკითხავი
 

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში დღეს 12 პირი აიყვანეს. დაკავებულებს შორის არიან მეტსახელად ბონძღი, ტყვლიპე, პუპუშა, გიბონა, ხონსკი, ჯეკო და ე.წ.-ი კანონიერი ქურდის გლეხოვიჩის შვილი, მეტსახელად მემი. მათ "ქურდული სამყაროს" წევრობას,  ქურდული სამყაროსთვის მიმართვისა  და  საქმიანობის მხარდაჭერას ედავებიან.  გამოძიების ინფორმაციით ბიზნესპარტნიორებმა გიორგი დალაქიშვილმა და გიგა მჟავიამ  ფინანსური დავის მოგვარება ქურდული სამყაროს დახმარებით სცადეს. ქურდული გარჩევა 16 აპრილს შედგა. მასში ე.წ კანონიერი კანონიერი ქურდი გლეხოვიჩიც მონაწილეობდა. არაკანონიერი წესით დავა ერთ-ერთი მეწილის სასარგებლოდ გადაწყდა, რომელსაც გლეხოვიჩის მოთხოვნით, 80 ათასი ლარი უნდა მიეღო. 


close დახურვა